ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.
შოლცის თქმით, რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრანსტრუქტურის დაბომბვა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა.
„ფაქტი, რომ რუსეთი იყენებს ბომბებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული თავდასხმისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ეს დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აცხადებს ოლაფ შოლცი.
კანცლერის თქმით, ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია რუსეთის ომით უკრაინაში, გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება ზამთრის სეზონისთვის "გარანტირებულია".
”ეს გარანტირებულია, რადგან ოჯახები და კომპანიები მთელი ქვეყნის მასშტაბით ზოგავენ ენერგიას”, - განაცხადა შოლცმა ბერლინში.
ცნობისთვის, რუსებმა გუშინ, 23 ნოემბერს კიევი კიდევ ერთხელ დაბომბეს. თავდასხმის შედეგად, დედაქალაქს წყლის მიწოდება შეუწყდა. მოსახლეობა ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 31 რაკეტა ისროლეს, მათგან 21 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press