ავღანეთში, "თალიბანის" წევრებმა 12 ადამიანი, მათ შორის 3 ქალი საფეხბურთო მოედანზე სახალხოდ გაამათრახეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედია "თალიბანის" ოფიციალურ წამომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ მათ ბრალად ედებათ „მორალური დანაშაულების“ ჩადენა, როგორიცაა - ღალატი, ქურდობა და ჰომოსექსუალური კავშირები.
მამაკაცებსა და ქალებს, გამათრახების დროს, 21-დან 39-მდე დარტყმა მიაყენეს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს რიგით მეორე შემთხვევაა, როდესაც ისლამისტურმა ჯგუფმა მსგავსი სახალხო დასჯის სცენა მოაწყო.
როგორც BBC წერს, ასეთი შემთხვევები, 1990-იან წლებში "თალიბანის" წინა მმართველობის პირობებში არსებული მკაცრი პრაქტიკის დაბრუნებაზე მიანიშნებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press