ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას თქვა, აღნიშნულის შემდეგ, ასევე მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესრულება.
"დეოლიგარქიზაცია არის ერთ-ერთი ევროკავშირის 12 პუნქტიდან და ეს არ არის ადვილი პრიორიტეტი. ვიცით, რომ ამ კანონპროექტმა მეორე მოსმენა უკვე გაიარა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაგზავნილი იყოს ვენეციის კომისიაში. შემდეგ კი, გათვალისწინებული იყოს კომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციები", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს, პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭრა, ექვსი კი წინააღმდეგი იყო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press