ზოგადად, ქვეყანა რომ იყოს მიჩნეული ტერორიზმის მხარდამჭერად, ან ვინმე გამოცხადდეს ტერორისტად, ამას ევროპარლამენტი არ ადგენს, ამას ადგენს შესაბამისი უწყება, მაგალითად ჰააგა და შესაბამისი სასამართლოები, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
როგორც ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა, საქართველომ სწორედ ჰააგის სასამართლოს მიმართა და მოიპოვა აღიარება, რომ რუსეთმა საქართველოს წინაშე დანაშაული ჩაიდინა.
"თუ გაინტერესებთ, ჩვენ რა გავაკეთეთ, იცოდეთ, დაიმახსოვრეთ კარგად და საზოგადოებას აუხსენით - ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ ჰააგას მივმართეთ. ჩვენ დღესაც გვაქვს რუსეთთან დავა და ჩვენი კონკრეტული ქმედების შედეგად, საერთაშორისო ასპარეზზე სასამართლოს ძალით მოვიპოვეთ ის, რომ აღიარებულ იქნა - დიახ, რუსეთმა საქართველოსთან მიმართებაში ჩაიდინა დანაშაული. ამაზე მეტი სხვა დანარჩენი არის მეორე და მესამეხარისხოვანი", - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 ნოემბერს ევროპარლამენტის წევრებმა სტრასბურგში პლენარულ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.
რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press