ჩინეთში Covid-19-ით ინფიცირების შემთხვევები იზრდება. უცხოური მედიის ინფორმაციით, დღიურ შემთხვევათა რაოდენობა 31 ათასამდე აღწევს, რაც აჭარბებს აპრილ-მაისის მაჩვენებელს, რომლის მიხედვითაც შანხაიში, 24 საათში 29 317 ადამიანი დაინფიცირდა და ქალაქში შეზღუდვები დაწესდა.
გასული კვირის შემდეგ, ჩინეთში, სადაც ბოლო 6 თვის მანძილზე ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, Covid-19-მა კიდევ 6 ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დროისთვის, ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატება, სიმპტომებით თუ უსიმპტომოდ, ქვეყნიის 31 პროვინციაში ფიქსირდება.
აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა 90% შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირის დასაწყისში, ჩინეთის მთავრობამ, 21-მილიონიან პეკინში, რომელიც მძიმე COVID-გამოცდის წინაშე დგას, მაღაზიები, სკოლები და რესტორნები დახურა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press