რუსმა დამპყრობლებმა, 25 ნოემბრის დილით, ზაპოროჟიეს გარეუბანი დაბომბეს. ქალაქსა და რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა,- ამის შესახებ ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარის ყველა გარემოების გარკვევამდე, ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დარჩეს თავშესაფარში.
„დილით ზაპოროჟიეს ძლიერი აფეთქების ხმა მოესმა. შეშლილმა რუსებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ზაპოროჟიეს გარეუბანს რაკეტით. გარემოებები ზუსტდება. დეტალები მოგვიანებით. იზრუნეთ საკუთარ თავზე და დარჩით უსაფრთხო ადგილებში“,- წერს სტარუხი.
ცნობისთვის, რუსეთის ჯარებმა გააძლიერეს დაბომბვა ფრონტის ხაზის ქალაქებისა და სოფლებში ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით. ამავდროულად, დამპყრობლები ხელს უშლიან უკრაინელების გამგზავრებას ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაბომბვას რეგიონში მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.
22 ნოემბერს, ორეხოვოში, რუსების დაბომბვას პურის რიგში მყოფი სოციალური მუშაკი ემსხვერპლა, დაშავდა კიდევ ორი ადამიანი.
23 ნოემბერს, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებას რაკეტები ესროლეს, დაიღუპა ახალშობილი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press