დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, რომელიც კიევში ვიზიტით იმყოფება, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ვიდეოკადრები ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის გადამწყვეტ მომენტში უკრაინის გვერდითაა. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. მადლობა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიმს კლევერლის ვიზიტისთვის!" - დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა.
შეხვედრასთან დაკავშირებით, თავის მხრივ, ინფორმაცია გაავრცელა ჯეიმს კლევერლიმაც.
"გაერთიანებული სამეფო მხარს გიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს დაგპირდით და დიდი ბრიტანეთი პირობას შეასრულებს", - დაწერა მან Twitter-ზე.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრამდე, უკრაინას ქვეყნის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკიც სტუმრობდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press