მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დეკანოიძე მოუწოდებს პოლიტიკოსს კაცებს ხმა ამოიღონ და მყარად დადგნენ იქ, სადაც უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული საზოგადოების ყველა წევრი.
"მე ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი ვყოფილვარ, მათ შორის დიახ, ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმაჩნია, რომ საქართველოში ყველა მეორე ქალი ძალადობის მსხვერპლია. მოვუწოდებ პოლიტიკოსს კაცებს ამოიღონ ხმა და მყარად დადგნენ იქ სადაც უნდა იყოს დემოკრატიული და ევროპული საზოგადოების ყველა წევრი, სანამ ჩვენ, მხოლოდ ქალები ვისაუბრებთ ამ თემაზე, ეს დარჩება ზუსტად იმ სტატისტიკურ მოვლენად და ერთ შემაშფოთებელ მოვლენად, რომლის დროსაც ჩვენ გავიგებთ მორიგ, საშინელ დანაშაულს, გამხეცებული კაცების მხრიდან ჩადენილს". - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს, 20:00 საათზე ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობას გამართავს.
ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად გამართულ მსვლელობას შეუერთდებიან ქალთა მოძრაობა და სოლიდარული ჯგუფები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press