საფრანგეთმა უკრაინას 100 მძლავრი გენერატორო გაუგზავნა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მეფია ავრცელებს.
მათივე თქმით, საუბარია 50-100 კილოვატის სიმძლავრის გენერატორებზე, თითოეულს რამდენიმე ათეული ბინის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა შეუძლია.
„მოსახლეობის დასახმარებლად, საფრანგეთი უგზავნის უკრაინას 100 მძლავრ გენერატორს მაშინ, როდესაც რუსეთს სურს ზამთარი ომის იარაღად აქციოს“. - ნათქვამია განცხადებაში.
10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.
როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press