ახალი საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში ჯარს აგზავნის. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მათივე თქმით, ეს არის ახლა საგანგაშო სიგნალი.
"ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციების ჩახშობის პარალელურად, ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში დამატებით ჯარს აგზავნის. ეს არის ახლა საგანგაშო სიგნალი". - ნათქვამია განცხადებაში.
ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც თეირანში მორალის პოლიციამ დააკავა ქურთი გოგონა მაჰსა ამინი. იგი ცემის შედეგად გარდაიცვალა.
მიმდინარე დემონსტრაციები ირანის რეჟიმის ყველაზე დიდი გამოწვევაა ბოლო ათწლეულის განმავლობაში. უფლებადამცველების ინფორმაციით, სულ მცირე 426 ადამიანი დაიღუპა და 17 400-ზე მეტი დააკავეს.
ირანის ხელისუფლება მკაცრად ზღუდავს საპროტესტო აქციების მედიით გაშუქებას, ისევე როგორც ინტერნეტთან წვდომას, რაც ართულებს არეულობის დეტალების დადასტურებას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press