რუსები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
პოდოლიაკის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინულია.
"რუსი სამხედროები დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რადგან მათი თავდაცვის ხაზი რუსეთის ფედერაციის საზღვრებს თანდათან შორდება. როდესაც რუსეთმა დაიპყრო ყირიმი და ყველა საერთაშორისო წარმომადგენლობამ ხელი ჩაიქნია და თქვა: ”კარგი, კარგი” - ახლა ასე აღარ მოხდება. მთელი მსოფლიო ღიად აცხადებს, რომ როსატომს არ აქვს ლეგალური ძალაუფლება ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ეს სადგური უკრაინულია“, - ამბობს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური არაერთხელ დაბომბეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press