ბრიუსელში, მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგია-მაროკოს საფეხბურთო მატჩის შემდეგ არეულობა მოხდა. Reuters-ის ცნობით, პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა.
გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბელგიის ეროვნული ნაკრები მაროკოსთან დამარცხდა, დედაქალაქის ქუჩებში გულშემატკივრებმა მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს, ასობით პოლიციელმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბრიუსელის მერმა, ფილიპ კლოზმა, რომელიც მომხდარს Twitter-ზე გამოეხმაურა, მომხდარი დაგმო და განაცხადა, რომ პოლიციას ჩარევა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მოუწია.
შემთხვევას ასევე გამოეხმაურა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც მთავრობას ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო მოედნებზე ხულიგნობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, კანონპროექტი შესთავაზა.
„სამწუხაროა იმის დანახვა, რომ რამდენიმე ადამიანი იყენებს სიტუაციას ბუნტის დასაწყებად. დიდი მადლობა ჩვენს საპოლიციო ძალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ამის დასასრულებლად და ყველაფერს გააკეთებენ უახლოეს დღეებში, ამბოხებულთა იდენტიფიცირებისთვის", - თქვა ანელიეს ვერლინდენმა.
ცნობისთვის, გუშინ, 27 ნოემბერს კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, F ჯგუფის შეხვედრაში ბელგია მაროკოსთან, ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press