აქვს ძალიან მკვეთრი წონის დაკარგვა და პრაქტიკულად სულ წევს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის "ვივამედში" მონახულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ლომჯარიამ მედის წარმომადგენლებს უთხრა, ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკუსვლა ოქტომბრის დასაწყისიდან შეინიშნება.
"როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის, ასევე არ ჯდება. განსაკუთრებით, როგორც ექიმი ამბობს, დინამიკაში უკუსვლა არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ოქტომბრის დასაწყისიდან. ექიმის თქმით, ამას ის უკავშირებს შემთხვევას, როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდნენ მის საკანში... შუამდგომლობა, ალბათ, დამოკიდებული იქნება ექსპერტიზის დასკვნაზე. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, რომელიც ვიცი, რომ იქნება მრავალმხრივი, მივიღებთ გადაწყვეტილებას. გააჩნია, როდის იქნება ეს დასკვნა გამოქვეყნებული", - განაცხადა ომბუდსმენმა.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა, შალვა ხაჭაპურიძემ დღეს აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრჩხილის ანალიზმა ორგანიზმში დარიშხანის არსებობა გამოავლინა.
აღსანიშნავია, რომ 25 ნოემბერს, წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორმა, მარიამ ჯიშკარიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მესამე პრეზიდენტის თმის ღერში სამი მძიმე მეტალი აღმოაჩინეს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press