ნიკა მელიას ტროლ-ბოტები „ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტებისგან არაფრით განსხვავდება. - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო რინგზე, რაც უხერხულია.
„რა თქმა უნდა, ის აბსოლუტურად არ განსხვავდება „ქოცების“ ტროლ-ბოტებისგან. მეტიც, ჩემს ბავშვობაში ვხუმრობდით ხოლმე და დედიკოს ბიჭებს ვეძახდით, ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე. ცოტა უხერხულია ასაკში მყოფი მამის რინგში ჩართვა, ძალიან უცებ დაინიშნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი და ხალხის მობილიზება ვინც უნდა გააკეთოს, ის არასდროს აკეთებს ამას, ეს ეკუთვნის პარტიის თავმჯდომარეს". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო.
სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press