არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში არაფორმალურ გავლენებს. - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისივე თქმით,ადამიანები უნდა გამოვიდნენ ჩრდილიდან და თუ მათ სურთ და აქვთ კონკრეტული ინტერესები, გაბედონ და ამ საკითხებზე ხმამაღლა ისაუბრონ.
"არ მსურს და არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში, რომელიც ჩემს საკუთარ ოჯახად იქცა უკვე ბევრი წელიწადია, ვინმეს ჰქონდეს შეძლოს ფარდის უკნიდან, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმიდან თავს მოახვიოს გავლენები არაფორმალურად. შეუძლებელია არაფორმალური მმართველი გერქვას შენ და სურვილიც კი გქონდეს პარტიის გაძლიერების. თუკი ვინმე არის ფარდის უკან, ძალიან დელიკატურად ძალიან არაკონფრონტაციულად გნებავთ, ვაიძულო ან დავარწმუნო, რომ გამოვიდეს და მთელი სიდიადით წარსდგეს საზოგადოების წინაშე. მე ვფიქრობ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი არის ადამიანი, რომელსაც მგონია, რომ საკმარისად კარგად ვიცნობ და მე პირველ რიგში საკუთარ თავს არ ვაკადრებ არც ახლა და არც მომავალში, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილზე ვთქვა, რომ მის უკან დგას ხალხი, ვინც მისი ნების წინააღმდეგ რაღაცას მას აკეთებინებდნენ". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრებოდა, რადგან არ სურდა, რომ სხდომა ისევ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადებულიყო.
სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა კლინიკა "ვივამედმა" მესამე პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა თარიღის განსაზღვრის გარეშე გადაიდო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press