რუსეთი, სახალინის ოლქიდან მობილიზებულების ცოლებსა და დედებს, უკრაინის წინააღმდეგ ომში ოკუპანტებისთვის „მიზანმიმართული და ეფექტური დახმარების" გასაწევად, დონბასში გზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას Unian-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ასეთი ინიციატივით ქალები თავად გამოვიდნენ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ მხარი დაუჭირა.
27 ნოემბერს, სახალინის რეგიონის გუბერნატორი, ვალერი ლიმარენკო დედის დღესთან დაკავშირებით მობილიზებულთა ახლობლებს შეხვდა, დონბასში გამგზავრების გადაწყვეტილებაც სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე მიიღეს.
ცნობილია, რომ მობილიზებული რუსების ახლობლები შექმნიან ქალთა საზოგადოებრივ ჯგუფს, რათა ადგილზე გაარკვიონ რა სჭირდებათ დამპყრობლებს ფრონტზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press