Foto

რუსმა ოკუპანტებმა დნეპრი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნეპრიზე, რაკეტები მიმართული იყო ადგილობრივ საწარმოზე. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. 

მისი თქმით, სარაკეტო დარტყმის ადგილზე ხანძარი გაჩნდა და განადგურდა სამრეწველო ობიექტები.

"რუსებმა დნეპრის დაარტყეს. რამდენიმე რაკეტა გაუგზავნეს ღამის ქალაქს. მოხვდა კერძო საწარმოს. განადგურდა საწარმოო ობიექტები. ხანძარი გაჩნდა", - განაცხადა რეზნიჩენკომ.

სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ახლა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს ადგილზე ​და ჭურვის შედეგების ლიკვიდაციას ახდენენ.

ცნობისთვის, გუშინ, 28 ნოემბრის ღამეს, საჰაერო თავდასხმის განგაში გაისმა პოლტავას, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია პოლტავასა და დნეპრში აფეთქებების ხმების შესახებ .

27 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ოკუპანტები ქვეყანაში ახალი თავდასხმისთვის ემზადებიან.