ჰავაის კუნძულებზე მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი - მაუნა ლოა ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად ამოიფრქვა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევაკუაციის ბრძანება ჯერჯერობით არ გაცემულა, თუმცა მოსახლეობა მზადყოფნაშია.
აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) განაცხადა, რომ სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს.
მაუნა ლოა შტატის დიდ კუნძულზე, ჰავაის ვულკანების ეროვნულ პარკში მდებარეობს და მისი სიმაღლე 4 169 მეტრია.
USGS-ის მონაცემებით, ვულკანი 1843 წლის შემდეგ 33-ჯერ ამოიფრქვა. ბოლო ამოფრქვევა 1984 წელს დაფიქსირდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press