ნატო აგრძელებს უკრაინის კრიტიკულ და უპრეცედენტო მხარდაჭერას, - ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, როდესაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა.
"ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან მჭიდრო პარტნიორობა - ეს არის ურთიერთობა, სადაც ნატო-ს მოკავშირეებმა დაამტკიცეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ უკრაინას უპრეცედენტო გზით.
ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე და მას შემდეგ ნატო-მ განახორციელა ალიანსის გაძლიერება. შესაბამისად, როდესაც შეჭრა მოხდა ამ წლის თებერვალში - 2014 წელთან შედარებით - უკრაინის ჯარები და შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთ იყვნენ გაწვრთნილი, ბევრად უფრო დიდი, ბევრად უკეთ აღჭურვილნი და ბევრად უკეთ ხელმძღვანელობდნენ საომარ მოქმედებებს“, - თქვა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არ გაიმარჯვებს.
"რა თქმა უნდა, უკრაინელების მიერ მიღწეული მიღწევები და გამარჯვებები, რაც ეკუთვნის უკრაინის ჯარებისა და შეიარაღებული ძალების სიმამაცეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მიიღეს მხარდაჭერა ნატო-ს პარტნიორებისგან და ასეც გაგრძელდება. ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტი პუტინი არ გაიმარჯვებს, არამედ რომ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში",- აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press