ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მლნ დოლარს გამოყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დაფინანსება ელექტროგადამცემი კრიტიკული აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სწრაფად უნდა მიეწოდოს უკრაინას, რათა უკრაინელებს ზამთრის გადატანაში დაეხმარონ.
„მომარაგების ეს პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმატორებს, ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა ძირითად აღჭურვილობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ენერგოსისტემის დაფინანსების შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუმინეთის დედაქალაქში, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press