Foto

СБУ ჩხრეკას აწარმოებს მონასტრებში, რომელთა სასულიერო პირებიც მედვედჩუკთან დაახლოებულები არიან

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ მუკაჩოვოს ეპარქიაში ჩხრეკას აწარმოებს.

უკრაინული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ ერთ-ერთი მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს კონტრდაზვერვითი სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც სამართალდამცავები სასულიერო პირებსა და ტერიტორიას ამოწმებენ.

СБУ-ს ჩხრეკის მიზანია, რომ  ეპარქიის ტერიტორიის რუსების თავშესაფრად და აკრძალული ნივთების შესანახად გამოყენება, ასევე შესაძლო პროვოკაციები და ტერაქტები თავიდან აიცილოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მონასტრის სასულიერო პირები კარგ ურთიერთობაში არიან ღალატში ეჭვმიტანილ ვიქტორ მედვედჩუკსა და მის მეუღლე ოქსანა მარჩენკოსთან, რომელიც მათ რეგულარულად აფინანსებდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მიმდინარე თვეში კიევის წმინდა მიძინების კიევ-პეჩორის ლავრა, კორეცკის წმინდა სამების მონასტერი და რივნეს რეგიონში, სარნენსკო-პოლისკის ეპარქიის შენობაც გაჩხრიკა. СБУ-მ მონასტრებში პრორუსული ლიტერატურა და ათასობით რუსული რუბლი აღმოაჩინა.