ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის შეფასებით, ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიება არა მარტო უსამართლო განცხადება, არამედ სიბინძურეა.
"როდესაც კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილს უწოდებენ ოლიგარქს, ითხოვენ მის სანქცირებას, ეს არის არა მარტო უსამართლო განცხადება და უსამართლო შეფასება, პირდაპირ ვიტყვი, ეს არის სიბინძურე და ვინც ამას აკეთებს, არის სიბინძურის სამსახურში.
ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა და ლოგიკა - ყველა ადამიანი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ვინც საუბრობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი და უნდა დასანქცირდეს, არის აგენტი, ომის პარტიის აგენტი", - უთხრა ჟურნალისტებს მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press