რუსმა დამპყრობლებმა სუმის ოლქის ბელოპოლიეში საავადმყოფო დაბომბეს, დაიღუპა მოზარდი,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა.
ტიმოშენკოს თქმით, მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში, დამპყრობლებმა სუმის რეგიონზე 158 საარტილერიო შეტევა განახორციელეს.
„დილით რუსეთმა დაბომბა ბელოპოლიეს საავადმყოფო. მოზარდი გარდაიცვალა. დაზიანდა მიმდებარე სახლები და მანქანები“,- განაცხადა ტიმოშენკომ.
მისივე თქმით, რეგიონის სასაზღვრო ტერიტორიები და დასახლებები კვლავ მტრის იარაღის ქვეშ რჩება.
გავრცელებული ინფორმაცით, რუსეთის ჯარებმა ასევე ხარკოვის ოლქის ტერიტორიაც დაბომბეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press