რუსები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯარების გაძლიერებას და დანაკარგის აღდგენას იწყებენ, - ამის შესახებ დაზვერვის მთავარი სამართველოს წარმომადგენელმა,ვადიმ სკბიცკიმ განაცხადა.
სკიბიცკის თქმით, ამჟამად რუსული ჯარების გადაადგილება როსტოვის ოლქში, ბელგოროდის ოლქში და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიის გავლით ხერსონის ოლქში შეინიშნება.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ტერიტორიული ჯარების ქვედანაყოფების საკმაოდ აქტიურ მოძრაობას, რომლებიც დემობილიზებულნი იყვნენ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ყველა სამხედრო ოლქში“, - ამბობს ვადიმ სკიბიცკი.
გავრცელებული ინფორმაციით, კოსმოსური დაზვერვა ჩატარდა 150 რაიონში, სადაც რუსი სამხედროები არიან განლაგებულნი. მზვერავებმა შეძლეს მტრის სამხედრო ტექნიკის დაახლოებით 2600 ერთეულის აღმოჩენა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press