ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა სამივე პარტნიორთან,ვფიქრობ უკრაინის ამბავმა ჩვენ გვასწავლა,რომ ამ ქვეყნებს ახლავე უნდა დავეხმაროთ,სანამ პროცესები არასწორად მიმართლებით წავა,როგორც ეს უკრაინაში მოხდა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა,იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით,საჭიროა საქართველოსთან გრძელვადიანი პარტნიორობა,დემოკრატიული რეფორმების გატარება და იმ გაფართოებული პაკეტის აღსრულება,რომელზეც შეთანხმდნენ.
"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ძალიან თბილად მიიღეს მოკავშირეებმა,ისევე,როგორც ბოსნია ჰერცოგოვინას და მოლოდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები,ჩვენ გამოვხატეთ სოლიდარობა სამივე პარტნიორთან,ვფიქრობ უკრაინის ამბავმა ჩვენ გვასწავლა,რომ ამ ქვეყნებს ახლავე უნდა დავეხმაროთ,სანამ პროცესები არასწორად მიმართლებით წავა, როგორც ეს უკრაინაში მოხდა.სწორედ ამიტომ გვაქვს ტრენინგებისა და შეფასების ცენტრი,სადაც ნატოს ათობით წარმომადგენელი მუშაობს,გარდა ამისა მოკავშირეები გააგრძელებენ მხარდაჭერას,რადგან ჩვენ გვჭირდება საქართველოსთან გრძელვადიანი პარტინორობა,კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საქრთველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე,მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების საკითხების გატარების აუცილებლობა და იმ გაფართოებული პაკეტის აღსრულება,რომელზეც შეთანხმდნენ." - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press