Foto

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ცხრავე პირი პატიმრობაში რჩება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა აღკვეთის ღონისძიება,სადაც მსჯავრდებულების პატიმრობა ძალაში დარჩა.

ადვოკატები დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე 9 პირი დააკავა , მათ შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მათ აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 ოქტომბერს შეუფარდა.