Foto

თუ არ გადაიხდიან, მიკროფონები წამოვიღოთ, საახალწლოდ გვჭირდება – გლდანის მაჟორიტარი TV პირველზე

თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკები წამოვიღოთ, გლდანში საახალწლოდ გვჭირდება - ასე გამოეხმაურა გლდანის რაიონის თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე თბილისის მერის, კახა კალაძის "Facebook" - პოსტს TV პირველთან დავაზე.

კალაძემ პოსტში აღნიშნა,რომ ფეიკნიუსები და ცილისწამების შემცველი განცხადებები არის დღესდღეობით კრიტიკული მედიის მასაზრდოებელი და არავის არ უნდა მივცეთ უფლება,რომ ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება.

"მსგავსი საჩივრით სასამართლო პროცესის მოგება საერთოდ არ მიმაჩნია ვინმეს გამარჯვებად. რეალურად, გაცილებით მძიმე ფაქტი დგას ამ ყველაფრის უკან. მხედველობაში მაქვს ფეიკნიუსები, ცილისწამების შემცველი განცხადებები, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ე.წ. კრიტიკული მედიის მასაზრდოებელია.

ვინმე იტყვის, რა მოხდა, არ მოგწონს და არ გადართო ამ არხზე, მაგრამ არაა ეს სწორი მიდგომა. თუ გვინდა შევდგეთ პასუხისმგებლიან საზოგადოებად, არ უნდა მივცეთ არავის უფლება, ნორმად აქციოს ტყუილი, შანტაჟი და დეზინფორმაციის გავრცელება" - წერს კალაძე