Foto

ლომჯარია სააკაშვილზე - მოულოდნელი იყო ის დაუძლურება,რაც ვნახე

ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადოვკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, რაც იქ დამხვდაა - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ლომჯარიას თქმით,ის ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტს,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით,რომელიც არ არის სახუმარო,ნამდვილად მძიმეა და საჭიროებს დროულ რეაგირებას.

"ვფიქრობ, ადამიანებს, ვისაც არ უნახავს მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში და ესმით მხოლოდ მისი ახლობლების, ადოვკატების, ექსპერტების შეფასებები, მაინც ვერ წარმოუდგენიათ ის სიტუაცია და მდგომარეობა, რაც იქ დამხვდა. ამიტომ, მინდოდა, ჩემგან გაეგო ეს შთაბეჭდილება, მივაწოდე ნანახის შესახებ ინფორმაცია, რაზეც პრეზიდენტმა მადლობა გადამიხადა და მითხრა, რომ ის და მისი წარმომადგენლები არიან კომუნიკაციაში ემპათიასთან და აგრძელებენ ამ ინფორმაციების მიღებას, ეს იყო ძირითადად ჩვენი კომუნიკაცია 

ვის რა რეაგირება ექნება, მათი საქმეა, მაგრამ ჩემი ვალია... როგორც სახალხო დამცველს, რომელსაც უკვე გამდის ვადა, არ მინდა ნამდვილად, ეს საკითხი ტვირთად დამრჩეს და მინდა, ვიყო პირნათელი ერთი პატიმრის წინაშე, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და ამაზე ნამდვილად საჭიროა რეაგირება და არ არის სახუმარო მდგომარეობა" - თქვა ლომჯარიამ TV პირველის ეთერში" - განაცხადა ლომჯარიამ.