არ ვარ დარწმუნებული, რომ „ქართულ ოცნებას" ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია - განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია „ფორმულასთან"
კრამონის თქმით, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები და დასავლეთისკენ ორიენტირებულნი არიან,მაგრამ მისი ღელვის საგანი ისაა,რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" არ არის ამის მომხრე.
"საბედნიეროდ, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები, დასავლეთისკენ ორიენტირებული არიან. მათ სურთ, ნახონ, რომ ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის ნაწილია, რომ მთავრობა მიჰყვება ინტეგრაციის პროცესს, მაგრამ ჩემი ღელვის საგანი ისაა, რომ მმართველი პარტია ქართული ოცნება არ არის ამის მომხრე.
ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩვენ არ ვართ სანდოები, მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებენ ჩემზე, ჩემს კოლეგებზე და ცდილობენ ისე გამოიყვანონ, რომ ხალხი არ გვენდობა და არ არიან დარწმუნებული, სინამდვილეში რა გვინდა. გვაკავშირებენ ომის მომხრე კოალიციასთან, რაც ხალხს აშინებს, მაგრამ ჩვენ საპირისპიროს წარმოვადგენთ - გვინდა მშვიდობა, მრავალფეროვანი ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ოცნებას ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია." - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press