ლიეტუვა უკრაინას დამატებით 13 მილიონი ევროთი დაეხმარება. როგორც თავდაცვის მინისტრმა, არვიდას ანუშაუსკასმა Twitter-ზე დაწერა, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის თანხის გამოყოფის გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო.
„დღეს ლიეტუვას მთავრობამ დაამტკიცა 13 მილიონი ევრო უკრაინის დასახმარებლად.
5 მილიონი ევრო უკრაინის მსოფლიო ბანკის ფონდს.
4 მილიონი ევრო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
2 მილიონი ევრო უკრაინელი სამხედრო ლტოლვილებისთვის მოლდოვაში.
2 მილიონი ევრო "მარცვლეული უკრაინიდან" ინიციატივისთვის“, - წერს არვიდას ანუშაუსკასი.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციამ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს, დილის საათებში დაიწყო. მას შემდეგ ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე მასიური სარაკეტო იერიშები ხორციელდება, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იბომბება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press