გერმანელმა კანონმდებლებმა საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის "ჰოლოდომორი" - რომელიც 1930-იანი წლების დასაწყისში, იძულებითი შიმშილით მილიონობით უკრაინელის დაღუპვას გულისხმობს - გენოციდად შეაფასეს.
გერმანიის პარლამენტის კანონმდებლებმა გუშინ, კოალიციური მთავრობის სამი პარტიის - სოციალ-დემოკრატების, ლიბერალური თავისუფალი დემოკრატებისა და მწვანეების - ერთობლივი რეზოლუცია მემარჯვენე ცენტრის CDU/CSU ოპოზიციურ ჯგუფთან დაამტკიცეს, რომელიც ჰოლდომორს „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს“ უწოდებს.
„შიმშილი და რეპრესიები შეეხო მთელ უკრაინას. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა ამის ისტორიული და პოლიტიკური კლასიფიკაცია, როგორც გენოციდი. გერმანიის ბუნდესტაგი იზიარებს ამ კლასიფიკაციას”, - წერია დოკუმენტში.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული უკრაინასთან რუსეთის ომის ფონზე, აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ევროპაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ჩაგვრა აღარ უნდა განმეორდეს.
„ყველაზე მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინაზე რუსეთის აგრესიული ომის ბოლო დღეებში, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და ამავე დროს, ჩვენს ევროპულ მშვიდობასა და ღირებულებებს, მხარს ვუჭერთ იმ ფაქტს, რომ ევროპაში აღარ უნდა იყოს ძალაუფლების, ამბიციებისა და ჩაგვრის ადგილი“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა.
შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად.
სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო.
მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press