წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი "ემპათია" პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს.
"ემპათიას" ცნობით, დასკვნა ცხადყოფს, რომ სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას. ცენტრი ძირითად დიაგნოზებს ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებს.
„ემპათიას“ და საერთაშორისო ექსპერტების საექსპერტო კომისია კლინიკური და პარა – კლინიკური კვლევების, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ:
გამოსაკვლევი პირი საჭიოროებს ინვაზიურ/აგრესიული ხასიათის დიაგნოსტიკურ – სამკურნალო – რეაბილიტაციურ პროცედურებს:
ფსიქიატრების, ნევროლოგებისა და სასამართლო სამედიცინო ექსპერტების კონსულტაციებით:
ცენტრის ცნობით, "ემპათიას" სასამართლო საექსპერტო კომისიამ კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა „სტამბოლის პროტოკოლის“ პრინციპების, ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, 10 ქართველი და 6 საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით ჩაატარა.
დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, ჯამში 2980 გვერდი.
ექსპერტიზა 2022 წლის 1-ლი ივნისიდან, 28 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press