Foto

კობახიძე - „ნაცმოძრაობამ“ მთავრობის ნაცვლად, საკუთარი თავმჯდომარე გადაატრიალა

ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით განაცხადა.

მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერმა დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესები ენმ-ს დაასუსტებს, რაც "ძალიან კარგია".

"მიდის შიდა ბრძოლა, დაპირისპირება ძალაუფლებისთვის, ფულისთვის - კეზერაშვილის, სააკაშვილისა და სხვების ფულისთვის. ეს არის შიდა დაპირისპირება, რაც საბოლოო ჯამში, დაასუსტებს ამ პარტიას და შესაბამისად, ეს არის ძალიან კარგი პროცესი. ნაცვლად იმისა, რომ ჩაეტარებინათ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები, ატარებენ რიგგარეშე არჩევნებს საკუთარ პარტიაში და ნაცვლად იმისა, რომ გადაეტრიალებინათ მთავრობა, გადაატრიალეს საკუთარი თავმჯდომარე. ეს არის რეალობა, რაც ძალიან კარგია. პოლარიზაცია უნდოდათ მათ ქვეყანაში, რადიკალიზმი უნდოდათ ქვეყანაში და საბოლოო ჯამში, ამ პოლარიზაციას, ურთიერთდაპირისპირებასა და რადიკალიზმს მიაღწიეს საკუთარ პარტიაში", - აცხადებს კობახიძე.