ევროკავშირმა შესაძლოა დაბლოკოს Twitter კონტენტის მოდერაციის წესების შეუსრულებლობის გამო - Financial Times
ევროპული ინდუსტრიის ხელმძღვანელმა ტიერი ბრეტონმა ვიდეო შეხვედრა გამართა Twitter-ის მფლობელ ელონ მასკთან, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში Twitter შესაძლოა დაიბლოკოს ან დაჯარიმდეს გლობალური ბრუნვის 6%-მდე.
„ტვიტერმა უნდა დაიცვას წესების საკონტროლო პაკეტი, რომელიც მოიცავს უარს თვითნებურ მიდგომაზე აკრძალული მომხმარებლების აღდგენაზე, დეზინფორმაციის აგრესიულად გავრცელებაზე და პლატფორმის „ფართო დამოუკიდებელ აუდიტზე“ მომავალ წლამდე დათანხმებას“, - ნათქვამია გამოცემაში.
ევროკავშირის მოთხოვნებს შორის არის მკაფიო კრიტერიუმების უზრუნველყოფა, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლების აკრძალვა.
თავის მხრივ, Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა მასკთან შეხვედრაზე დაარწმუნა ეს უკანასკნელი, რომ Twitter-ის ამოღება App Store-დან არასოდეს ყოფილა დაგეგმილი.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press