2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია, არსებობს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის, რითაც სანქციებზე გვერდის ავლა ხდება, - ამის შესახებ ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ განაცხადა.
მიკისკას თქმით, თუ საქართველოს მხირდან რუსეთის დახმარება დადასტურდება, ამას შესაბამისი რეაგირება მოყვება.
"ჩეხეთიდან საქართველოში ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია. ამ ექსპორტის ნაწილი კი, დარწმუნებული ვარ, რუსეთში მიდის. ამას ექნება შედეგი და ჩეხეთი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანაა, თვალს ადევნებს მოვლენებს. ეს იქნება ერთ-ერთი კრიტერიუმი, როდესაც შევაფასებთ საქართველოს მზაობას კანდიდატის სტატუსისთვის და არამხოლოდ ის 12 რეკომენდაცია. დიდი ხნის წინ ჩავამატეთ ჩვენს კრიტერიუმებში შესაბამისობა საერთო საგარეო და უშიშროების პოლიტიკაზე განცხადებებთან. თუ ახლოდან დააკვირდებით, საქართველოს გაცილებით დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას და ზოგჯერ რთულია იმის გაგება, საქართველოს მთავრობა რატომ არ იზიარებს ევროკავშირის განცხადებებს ზოგიერთ დიქტატორულ რეჟიმებზე. საქართველოს პასუხი ყოველთვის ის არის, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, მაგრამ ამ შემთხვევაში, საქართველომ, პრაქტიკულად, უნდა თქვას უარი რამე სახის საგარეო პოლიტიკის განვითარებაზე, თუ მუდმივად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შიშით იმოქმედებს", - თქვა მიკისკამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press