რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი, ანატოლი კურტევი ავრცელებს.
მისი თქმით, მტრის თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობა იწვის. ახლომდებარე სახლებში კი, აფეთქების ტალღის შედეგად მინებია ჩამსხვრეული.
"ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობა იწვის. აფეთქების ტალღის შედეგად მინებია ჩამსხვრეული. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“,- განაცხადა კურტევმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 1 დეკემბერს ხარკოვის რაიონში აფეთქებები გაისმა. დამპყრობლებმა ჩუგუევსკის რაიონში მდებარე მაღალსართულიან კორპუსს ესროლეს რაკეტა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press