მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც და პროკურორიც ბიძინა ივანიშვილია და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც,- ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ექსპრეზიდენტის საქმის მოსამართლეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი გიორგი არევაძე არ არსებობს, თუმცა არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება.
"მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეც, პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილი და არა მხოლოდ, მე ვიტყოდი, რომ შესაძლოა, ვლადიმერ პუტინიც. ჩვენ გვახსოვს მისი დაპირება, მათ შორის, სააკაშვილის წინააღმდეგ. და ზოგადად, მისი დამოკიდებულება რეგიონში მსგავსი პოლიტიკური ფიგურების მიმართ. არანაირი არევაძე არ არსებობს, არსებობს "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნება, ასევე ბიძინა ივანიშვილის",- განაცხადა ხოშტარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეს მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. როგორც მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა განაცხადა, ამ საქმეზე ყველა ქმედება იქნება გამადიდებელი შუშის ქვეშ დაკვირვებული და გეგმავენ, სასამართლოდან გამოითხოვონ ჩანაწერები იმის შესახებ, თუ რა პრინციპით მოხდა მოსამართლე არევაძის არჩევა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით, ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა.
დოკუმენტებში, რომელიც შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოში დილით შეიტანა, აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს 20 დაავადება აქვს, რომელთაგან უმეტესობა პატიმრობაში ყოფნისას განუვითარდა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press