რუსეთში, პრიმორსკის მხარეში ავიაგამანადგურებელი, MiG-31-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. აღნიშნულ ინფორმაციას TASS ავრცელებს.
გამოცემა სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან ეკიპაჟის წევრება ევაკუაცია მოასწრეს.
"MiG-31 ჩამოვარდა აფრენისთანავე ტყეში, სოფელ ალექსეევკას მახლობლად", - აცხადებენ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის განცხადებით, დაგეგმილი სასწავლო ფრენის დროს ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press