Foto

საკულტო გადაცემის, გადარჩენა ნებისმიერ ფასად წამყვანი უკრაინას ეწვია

ბრიტანელი მოგზაური, ტელეწამყვანი და მწერალი საკულტო გადაცემის "გადარჩენა ნებისმიერ ფასად" წამყვანი ბერ გრილსი კიევს ეწვია, სადაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. გრილსის თქმით, ზელენსკი მისი პროგრამის სპეციალური გამოცემის მონაწილე გახდა.

„რადგან ქვეყანაში ზამთარი მოდის და მათი ინფრასტრუქტურა შეტევის ქვეშაა, გადარჩენა მილიონობით ადამიანის ნამდვილ ყოველდღიურ ბრძოლად იქცევა. ამ სპეციალური პროგრამის წყალობით, მსოფლიო იხილავს პრეზიდენტ ზელენსკის ისეთი მხრიდან, როგორიც აქამდე არასდროს ყოფილა ნაჩვენები. მინდოდა მეკითხა, როგორ უმკლავდება... მაგრამ მან გაცილებით მეტი მიიღო. გადაცემა მალე გავა ლაივში“, - დაწერა გრილსმა ინსტაგრამზე და რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

შოუს შესახებ სხვა დეტალები მან არ დააკონკრეტა.