Foto

დემნა გვასალია - ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს გიხდით არასწორი არჩევანისთვის

ბალენსიაგას ხელმძღვანელი დემნა გვასალია მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ის ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. წერილი დიზაინერმა Instagram-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

დემნას თქმით,ბავშვების მსგავს კონტექსტში გადაღება შეუფერებელი საქციელი იყო,მაგრამ იდეაში არ ჰქონდა ცუდი განზრახვა და გმობს ბავშვთა მიმართ სასტიკ მოპყრობას.

მსურს პირადად მოგიბოდიშოთ არასწორი არტისტული არჩევანისთვის სადღესასწაულო კამპანიის შინაარსის შესახებ. ვიღებ ჩემს პასუხისგებლობას. შეუფერებელი იყო, რომ ბავშვებს რეკლამა გაეკეთებინათ იმ ნივთებისთვის, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო ჩემი ნამუშევრობით ფიქრების პროვოცირება მიყვარს, არასდროს მქონია განზრახვა, რომ ამისთვის ისეთი საშინელი თემა გამომეყენებინა, როგორიც არის ბავშვებთან სასტიკი მოპყრობა, რასაც მე ვგმობ.
საჭიროა ვისწავლო მომხდარისგან, მოვუსმინო და დავკავდე ბავშვთა დაცვის ორგანიზაციებთან ურთიერთობით, რათა გავიგო, თუ როგორ შემიძლია მონაწილეობა მივიღო და დაცეხმარო მათ ამ საშინელი თემის წინააღმდეგ.
ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეუარცხყოფილი დარჩა ამ ვიზუალებით და Balenciaga იძლევა გარანტიას, რომ ადეკვატური ზომები იქნება მიღებული არამხოლოდ იმისთვის, რომ მსგავსი შეცდომა არ მომავალში არ განმეორდეს, არამედ ვიღებთ პასუხისმგებლობას ბავშვთა კეთილდღეობის დაცვაში ყველა იმ გზით, რომლის გამოყენებაც შეგვიძლია.” - წერს დემნა გვასალია.

შეგახსენებთ,დემნა გვასალიას კამპანიის შემდეგ,მოდის სახლი მკაცრად გააკრიტიკეს ბავშვების BDSM-ით შთაგონებული ნივთებით პოზირებისთვის.