ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ლატვიაში დარეგისტრირებული ტელეარხ "Дождь"- ზე საინფორმაციო გამოშვებაში გაკეთებული სკანდალური განცხადების გამო, რომელიც საფუძვლიან ეჭვს აჩენს არხის მიერ რუსული ოკუპაციის წახალისებასა და დახმარებაზე.
საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიამ ოკუპირებული ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში დაასახელა და რუსეთის არმიას "ჩვენი არმია" უწოდა.
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი განაცხადეს,რომ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით,აგრესორი რუსეთისთვის ნებისმიერი სახის დახმარება მიუღებელია.
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა Twitter-ზე გამოთქვა აზრი, რომ ემიგრაციაში მყოფ რუსულ ტელეარხ „დოჟდს“ ლიცენზია უნდა ჩამოერთვას.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press