ამერიკელი სენატორები 7 დეკემბერს გამართავენ საიდუმლო ბრიფინგს, რათა განიხილონ უკრაინის გაზრდილი დახმარება.
თეთრი სახლის წინადადების მიხედვით,კიევს დამატებით 37 მილიარდი დოლარი უნდა გამოეყოს,ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
გამოქვეყნებულ ბიულეტენში დახმარების განაწილება ასე გამოიყურება :
21,7 მილიარდი დოლარი თავდაცვის სამინისტროსთვის „უკრაინის აღჭურვილობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მომარაგებისთვის, ასევე სამხედრო, სადაზვერვო და სხვა სამხედრო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“
14,5 მილიარდი დოლარი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის "უკრაინის პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერისთვის, ომის დროს მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების დახმარებისთვის, გლობალური სასურსათო უსაფრთხოებისთვის და ჰუმანიტარული დახმარებისთვის".
626 მილიონი დოლარი ენერგეტიკის სამინისტროს „უკრაინის ბირთვული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და ნავთობის სტრატეგიული მარაგის მოდერნიზებისთვის“.
900 მილიონი დოლარი ჯანდაცვის სამინისტროსთვის „უკრაინელი პირობით გათავისუფლებულთათვის სტანდარტული სამედიცინო დახმარებისა და დამხმარე სერვისების უზრუნველსაყოფად“.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის დამატებითი 37 მილიარდი დოლარის პაკეტი სთხოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press