მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა,- ამის შესახებ ბუნდესტაგში ფრაქცია ქრისტიან დემოკრატიული კავშირის საგარეო პოლიტიკის სპიკერმა იურგენ ჰარდტმა განაცხადა.
მისივე თქმით,საქართველოს აქვს მიცემული 12-პუნქტიანი რეკომენდაციები,რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს,რაც ოპტიმისტურ განწყობას უქმნის,რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი.
„ჯერ კანდიდატის სტატუსი არ აქვს მინიჭებული საქართველოს, რადგან ეს მხოლოდ ბუნდესტაგის გადასაწყვეტი არ არის. ეს მთლიანად ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს. მიცემულია 12-პუნქტიანი რეკომენდაციები, რომლებზეც საქართველო აქტიურად მუშაობს. ვფიქრობ, პარლამენტის ყველა პარტია და მთავრობა მუშაობს ამ რეკომენდაციებზე რეაგირებისთვის. ამიტომ, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ საქართველო მალე გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. გერმანიის მხარდაჭერაც მტკიცეა“, - განაცხადა ჰარდტმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press