სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე,ბრატისლავაში,ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის დამტკიცებულ რეზოლუციას აქვეყნებს.
ALDE მკაცრად გმობს მმართველი პარტიის თავჯდომარის,ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს,რომლის მიხედვითაც,დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს,ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ამ ყველაფერს რუსულ რიტორიკას მიაწერს.
რეზოლუციის მიხედვით,ასევე მოუწოდებენ,რომ გადაიდგას მკაფიო ნაბიჯები დეოლიგარქიზაციისკენ და შემცირდეს ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე.
"მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიას და ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა. აღნიშნულ ბრალდებებს არაფერი აქვს საერთო სინამდვილესთან და იმეორებს რუსულ რიტორიკას.
მმართველმა პარტიამ და საქართველოს ხელისუფლებამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას დეოლიგარქიზაციისკენ და აღმოფხვრას ბიძინა ივანიშვილის გავლენები საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და პარლამენტზე." - წერია რეზოლუციაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press