პარტიული და პროპაგანდისტული, ანტიუკრაინული მესიჯი ‘მშვიდობის ქალაქი’ არა საახალწლო სიმბოლოა, არამედ შეურაცხყოფის და სიყალბის ადგილი, - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში საახალწლო სლოგანთან დაკავშირებით წერს.
ხოშტარია დღეს, 4 დეკემბერს აქციას აანონსებს და ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქართველი მებრძოლები უკრაინაში იღუპებიან,"ყალბი მშვიდობის" გაპროტესტებას გეგმავს.
"შევიკრიბოთ და შავი სამგლოვიარო ნაჭერი შევაბათ იმ ნაძვის ხეს. კვირას, 19:00 ჩვენ წავალთ და ასე გამოვხატავთ გლოვას და პროტესტს ყალბ მშვიდობაზე. ჩვენი რეალური მშვიდობისთვის დაიღუპა ის ხალხი", - წერს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, გუშინ, 3 დეკემბერს ბახმუტთან 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
„ლონდონი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს ო...
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
Mana press