ინდონეზიის მჭიდროდ დასახლებულ კუნძულ იავაზე ყველაზე მაღალი ვულკანი - სემერუ ამოიფრქვა. აღნიშნულ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, ჰაერში 1,5 კმ-ზე ფერფლის სვეტი გაჩნდა, რამდენიმე მიმდებარე სოფელი კი, ფერფლითაა დაფარული.
აღმოსავლეთ ჯავის პროვინციაში კატასტროფების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯოკო სამბანგის განცხადებით, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო - რამდენიმე ასეული ადამიანი თავშესაფრებში ან სხვა უსაფრთხო ადგილებში უკვე გადაიყვანეს.
მსხვერპლის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press