განადგურებულია ბახმუტი. ქალაქი, სადაც 72 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მიწასთან არის გასწორებული. რუსების ტაქტიკა მარტივია - როდესაც ქალაქს ტოვებე, შურისძიების მიზნით ანადგურებენ, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
გაიდაის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკირაინის შეიარაღებული ძალები ძირითადად თავდაცვით პოზიციაში იმყოფებიან, თუმცა არის რამდენიმე მიმართულება, სადაც უკრაინული არმია აქტიურად იბრძვის.
"დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში ვითარება ძალიან მძიმეა. მტერი ავიაციასა და არტილერიას ინტენსიურად იყენებს. ჩვენი ბიჭები თავდაცვით პოზიციაში არიან. რამდენიმე მიმართულებით ჩვენი არმია მტერს აქტიურად ებრძვის. დაძაბული ვითარება კრიმინოესა და სვატოვოშიც. ამ სტრატეგიული პოზიციების დაკავება საშულებას მოგვცემს ლისიჩანკის, ასევე დონეცკის ოლქისკენ, ბახმუტის მიმართულებით წინ წავიდეთ", - ამბობს გაიდაი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press