პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ეს არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
ოსტინის თქმით, რუსეთის ფედერაციის მეზობლები მის იმპერიულ აგრესიას "მზარდი განგაშით" უყურებენ.
"კრემლის გაუჩინარებული იმპერიისადმი ლტოლვის გამო, ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე დგას. რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინის მოქალაქე მოკლეს, მილიონობით კი გაიქცა. რუსეთის თავდასხმების შედეგად, ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები კი დაინგრა. რუსეთის მეზობლები მზარდი განგაშით უყურებენ მის იმპერიულ აგრესიას“, - განაცხადა ოსტინმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press