Foto

ირანმა „მოსადთან“ თანამშრომლობაში ბრალდებული 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯა

ირანში ისრაელის სადაზვერვო სააგენტო „მოსადთან“ თანამშრომლობაში ბრალდებული 4 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. აღნიშნულ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ მამაკაცები, რომლებიც ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა 2022 წლის ივნისში დააკავა, „ისრაელის საიდუმლო სამსახურის მითითებით იპარავდნენ და ანადგურებდნენ კერძო და სახელმწიფო ქონებას“, „იტაცებდნენ ადამიანებს“ და ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას.

ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ოთხივე მამაკაცი მოქმედებდა "მოსადის" ოფიცრების ინსტრუქციებით იარაღის გამოყენებისა და ადამიანების გატაცების შესახებ. სანაცვლოდ, მათ, სავარაუდოდ, მიიღეს ფული ისრაელიდან კრიპტოვალუტაში. 

კიდევ 3 ადამიანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ხუთიდან ათ წლამდე. მათ, სხვა საკითხებთან ერთად, ბრალად გატაცებების ხელშეწყობა და იარაღის უკანონო შენახვა ედებათ.