რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიეს სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რაკეტებით დაესხნენ თავს. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის საკრებულოს მდივანმა, ანატოლი კურტევიმ ავრცელებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ზარალისა და მსხვერპლის შესახებ სრული ინფორმაცია ზუსტდება.
"ამჯერად ოკუპანტებმა რაკეტებით დაარტყეს ქალაქის სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. ცნობილია, რომ ერთ-ერთი კერძო საწარმო დაზიანდა",- განაცხადა კურტევიმ.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბრის ღამეს რუსები თავს დაესხნენ ქალაქ ზაპორიჟიეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურის ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press